English / ქართული / русский /
ქეთევან კოკაია
საქართველოს საგადასახადო სისტემა და განვითარების ტენდენციები

ანოტაცია. წინამდებარე ნაშრომში "საქართველოს საგადასახადო სისტემა და განვითარების ტენდენციები" განხილულია გადასახადების წარმოშობის, საგადასახადო სისტემის შექმინა და განვითარების ისტორია. ასევე განალიზებულია საგადასახადო სისტემა და საგადასახადო პოლიტიკა, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი მახასიათებლები და მისი განვითარების ტენდენციები.

გადასახადი არის დავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდიანრე.

გადახდის სახეებია საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

გადასახადის სტრუქტურა შეიცავს არსებით ელემენტებს: გადასახადის სუბიექტი; გადასახადის ოვიექტი; გადასახადის წყარო; გადასახადით დაბეგვრის ერთეული; გადასახადის განაკვეთი; საგადასახადო სარგო; საგადასახადო შეღავათი; გადასახადის გადახდის ვადები.

 შესავალი

ნაშრომი საქართველოს საგადასახადო სისტემაზე და მის განვითრებაზე, იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია საგადასახადო სისტემის ობიექტური შეფასება, რაც მოიცავს მისი განვითარების პროცესის დასურათებას, სისტემის წარმატებებისა და სისუსტეების გადათვალიერებას და მის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებისა თუ მისთვის შესხმული დითირამბების გაანალიზებას.

საგადასახადო სისტემა, მისი სიმშრალისა და უშინაარსო ტექნიკური მხარეების მიუხედავად, უაღრესად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი შეფასებით, "სახელმწიფო პოლიტიკის არც ერთი საკითხი არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც გადასახადების სტრუქტურა და დონე. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობებსა და სიდიდეს, ასევე გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე, სიღარიბის დონეზე, მოხმარების დონეზე და სხვა, ეკონომიკური თუ სოციალური ხასიათის გადაწყვეტილებებზე.

თუ ჯოზეფ შემპეტერის დაკვირვებას დავეყრდნობით, 'ბიუჯეტი არის სახელმწიფოს ჩონჩხი, რომელსაც გაცლილი აქვს ყოველგვარი მაცდური იდეოლოგია. უფრო ფართო მაშტაბით, საგადასახადო სისტემა იმ დინამიკის გაცნობის უნიკალურ საშუალებას იძლევა, რომელიც აყალიბებს სახელმწიფოს და ფორმას აძლევას მას. დღეს საქართველოს ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეაქვს სახელმწიფო-პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ ისეთ იდეებს, როგორიცაა: თანასწორობა და სამართლიანობა, ეკომომიკური ზრდა და განვითარება, ეფექტიანობა, ეკონომიკური და სოციალური ინტერესები, მათ შორის, კაპიტალი და შრომითი რესურსები. გარდა იმისა, რომ საგადასახადო სისტემა ნათელს ჰფენს პოლიტიკური ძალების ურთიერთობას, ის ასევე მრავლის მთქმელია სახელმწიფოს შესაძლებლობებზე და მის ფორმირებაზე.

საქართველოს საგადასახადო სისტემას საფუძველი მისი სახელმწიფოებრივი  ჩამოყალიბების პროცესში ჩაეყარა. ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საგადასახადო სისტემის წინაშე კონკრეტული ამოცანები იდგა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მას უნდა უზრუნველეყო სახელმწიფოს კუთვნილი შემოსავლების მობილიზება სახელმწიფოს მიერვე განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.

საქართველოს საგადასახადო სისტემა მოიცავს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შემოსავლების სამსახურის ორგანოებს საგადასახადო ურთეირთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობას; გადასახადების შემოღების, შეცვლისა და გაუქმების წესებს, გადასახადების ადმინისტრირების წესებს და სხვ.

საქართველოს 1993 წლის 21 დეკემბრის კანონმა "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ", განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული ეტაპის დამახასიათებელი თავისებურება იყო ის, რომ პარალელურად არსებობდა ზემოთ აღნიშნულ კანონზე დაფუძვნებული და მასთან შესაბამისობაში მყოფი ნორმატიული აქტები ცალკეული გადასახადების შესახებ".

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ 1997 წელს მიღებულმა საქართველოს საგადასახადო კოდექსმა, რომელიც ასევე ძირითადად უცხოელების რეკომენდაციებით იქნა მირებული, მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და იმდროინდელი ქართული ეკონომიკის კლანური დაყოფა გამოიწვია. მიზეზი კი ის იყო, რომ როგორც წესი, ბუნებრივია ყველა უცხოელი ცდილობს იქონიოს თავისი გავლენის სფეროები სხვა განუვითარებელ და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე, აიძულონ ამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირები სხვადასხვა გზებით (გრანტები, დაბალპროცენტიანი სესხები, მოოსყიდვა და სხვა) მიაღებინონ ისეთი კანონები რომელბიც დააკნინებს  ეროვნულ ეკონომიკას და მათ ამ ქვეყნებბის სამომხმარებლო ბაზად აქევს. ჩვენი მოსაზრებით სწორედ 1997 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსი ამის ნათელი დადასტურება იყო.

საქართველოს საგადასახადო სისტემის სამართლებრივ უზრუნველყოფაში შემდგომ ეტაპს წარმოადგენს 2004 წლის 22 დეკემბერს მიღებული რიგით მეორე საგადასახადო კოდექსი, რომელიც აიგო ერთის მხრივ გადასახადების ლიბერალიზაციაზე, მეორეს მხრივ კი მკაცრ საგადასახადო ადმინისტრირებაზე. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის შეცვლა საგადასახადო სფეროში სრულებითაც არ ნიშნავს პანაცეას, პირიქით, მისი სრულყოფა უდა მოხდეს ეტაპობრივად, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების რაციონალური გააზრების შედეგად.

ჩვენის აზრით, ყველაზე განმაზოგადოებელი მაჩვენებელი, რომლითაც ხასიათდება საგადასახადო პოლიტიკა, ესაა საგადასახადო ტვირთის მაჩვენებელი. გადასახადების როლი ბიუჯეტის შემოსავლებში და, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებში. საქართველოში საგადასახადო ტვირთის სიდიდესთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ოფიციალური სტატისტიკის მენოაცემების მიხედვით, საგადასახადო ტვირთის სიდიდე საქართველოში მერყეობს 10-22 პროცენტის ფარგლებში - 2002 წელს - 9,6 პროცენტი, 2003 წელს - 9,4 პროცენტი, 2004 წელს - 13,5 პროცენტი, 2005- წელს 15,7 პროცენტი, 2006 წელს - 19,1 პროცენტი, 2007 წელს -21,8 პროცენტი, 2008- წელს - 22,7 პროცენტი, 2009 წელს - 23,1 პროცენტი, 2010 წელს - 22,9 პროცენტი, 201 წელს - 23,6 პროცენტი.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება მოსალოდნელი მაკროეკონომიკური დისპროცესების მიზეზების გათვალისწინებით, რომ განსაზღვროს თუ როგორი საგადასახადო საბიუჯეტო სისტემა და პოლიტიკა შეუწყობს ხელს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და მაკროეკონომიკური ამოცანების (ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შემცირების) წარმატებით გადაწყვეტას.

ჩვენის აზრით, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო ხელისუფლების მიერ გატარებულმა კურსმა საგადასახადო რეგულირების სფეროში. იდეალური საგადასახადო სისტემა რამდენიმე გადასახადზე - შედარებით დაბალ საგადასახადო განაკვეთებსა და ფართო საგადასახადო ბაზაზე უნდა იყოს დაფუძნებული. რაც საბოლოო ჯამში გადასახადების გადახდას და გადასახადების დაგეგმილი მოცულობით ამოღებას აადვილებს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში მოსული ხელისუფლების მიერ გატარებული კურსის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა საგადასაადო ადმინისტრირების კუთხით გაანხორციელებულმა რეფორმებმა, რაც გამოიხატა უმკაცრეს ადმინისტრირების პოლიტიკასა და საგადასახადო სამართალდამრღვევათა მიმართ ადეკვატური საჯარიმო სანქციების შემოღებაში. საგადასახადო სამართალდარღვევებზე ფინანსური სანქციები, 1997 წლის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებთან შედარებიტ, 2004 წლის საგადასახადო  კოდექსით რაოდენობრივადაც გაიზარდა და ბევრად უფრო გამკაცრდა.

გლობალურ საგადასახადო სფეროში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე გამოიკვეთა ტენდენციები, რომელთაგანაც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახეზეა საერთაშორისო საგადასახადო კონვერგენციის პროცესი. იმ ფონზე ეროვნული სისტემებისა და საგადასახადო პოლიტიკის პრინციპების უნივერსალიზაციის ტენდენცია შეიმჩნევა. ბოლო წლების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გლობალური კრიზისის ფონზე აქცენტი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის გატარებაზე გააკეთა. 2009-20410 წლებში საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ლიბერალური საგადასახადო მიმართულებით, ქვეყნის პოლიტიკის ფორმირების გზას ნათლად წარმოაჩენს. ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევიდა, შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რამაც ბიზნესის სტიმულირებას უნდა შდეუწყოს ხელი. საქართველომ საერთაშორისო რეიტინგით "Payng Taxes 2011" - გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით დასახელებულ 183 ქვეყანას შორის 61-ეადგილი დაიკავა, ამასთან საქართველო იმ 10 ქვეყნის სიაში მოხვდა, სადაც გადასახადის მთლიანი მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი - "ეკონომიკური თვისუფლებისა და ღირსების შესახებ", რომლის მიხედვითაც საქართველოში გადასახადების ზრდა, ან მათი დაბეგვრის ობიექტრების გაფარტოება შესაძლებელია მხოლოდ ხალხის თანხმობით (რეფერენდუმით) და დაუშვებელია პროგრესული გადასახადების შემოღება. შეიძლება ითქვას, რომ უახლეს პერიოდში საქართველოში სტაბილური საგადასახადო გარემო შეიქმნება და ქვეყანაში ბიზნეს აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად გამარტივდა საგადასახადო კანონმდებლობა და შემცირდა გადასახადების განაკვეთები, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა მომავალშიც აუცილებელია. ამასთან, საჭიროა საგადასახადო პოლიტიკაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ, როგორც საზოგადოების, ასევე პოტენციური ინვესტორების სისტემატური ინფორმირება, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.

დასკვნა

საგადასახადო ურთიერთობათა მდგომარეობაზე შიდა და გარე ფაქტორების ზეგავლენის შედეგი გვიჩვენებს, რომ საქართველოს საგადასახადო სისტემა ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე არსებითი ხასიათის ნაკლოვანებებს შეიცავდა.

ქვეყნის საგადასახადო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური პროცესების რეგულატორი უნდა იყოს. აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს საგადასახადო პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ფისკალური და მარეგულირებელი ფუნქციების რეალიზება და შეტანაწყობა. აღნიშნულიდან  გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია კვლავაც გაგრძელდეს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების პროცესი და ჩამოყალიბდეს საგადასახადო სისტემის, როგორც ეკონომიკურად მაღალფუნქციური მექანიზმის მიმართ ერთიანი კონცეპტუალური მიგომა, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები:

1) საგადასახადო შემოსავლების სრულად მობილიზება;

2) ეკონომიკაში კონკრეტულ ძალთა აქტივიზაცია;

3) წარმოების გაფართოებასა და მოდერნიზაციის პროცესების რეგულირება;

4) მეწარმეთა საინვესტიციო აქტივობის რეგულირება;

5) წარმოების ეკოლოგიზაცია.